39 წლის გიორგი ქიტესაშვილმა სისხლძარღვების პრობლემით ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას 26 ივნისს მიმართა. რამდენიმედღიანი კვლევა ქირურგიული ჩარევითა და ქვედა კიდურის თითების მოკვეთით დასრულდა. პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო, გიორგი ქიტესაშვილი ექიმ სულიკო კოსიაშვილს უყურადღებობასა და არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს, პაცინეტი იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც სულიკო კოსიაშვილმა მისი განკურნება ვერ შეძლო, დასახმარებლად სხვა ექიმთან ვიზიტი ურჩია.
ექიმი სულიკო კოსიაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მდგომარეობა ისედაც კარგად ჩანდა და რენტგენის გადაღება საჭირო აღარ იყო. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ, რომ საოპერაციოდ მისული პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.