თელავის რაიონს უკვე რამდენიმე თვეა სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. წყლის პრობლემა ყველაზე მეტად ალაზნის ქუჩის მცხოვრებლებს აწუხებს, რადგან წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან, ამის შემდეგ კი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 და მე-9 სართულებზე წყლი ხელით ააქვთ.
რამდენიმე თვეა სასმელი წყალი თითქმის არ მიეწოდება სოფელ კურდღელაურს. წყალი სოფლის რამდენიმე უბანში და ისიც გრაფიკით, კვირაში რამდენიმე საათით მოდის ხოლმე. მოსახლეობა იძულებულია წყალი რამდენიმე კილომეტრზე ატაროს. არადა კურდღელაურის მოსახლეობას ხელისუფლება 24 საათიან წყალმომარაგებას ჯერ კიდევ 2016 წელს, წინასაარჩევნოდ დაჰპირდა, თუმცა მას შემდეგ სამმა წელმა ისე გაირა, რომ არც დაპირება გახსენებია ვინმეს და არც ხელისუფლების წარმომადგენელი შეხვედრია აქაურებს.