17 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
გორის მერს შვებულება დაუმთავრდა - თავზარაშვილი ოკუპანტებისგან გატაცებული მოქალაქის ოჯახს შეხვდა

გორის მერმა დაისვენა - კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებიდან დაბრუნდა და ახალუბანში ჩავიდა.

მერი ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახს შეხვდა. თავზარაშვილი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ მუნიციპალიტეტში დაახლოებით ერთი კვირაა, უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს, ამბობს, რომ ვერც დასვენებაში ხედავს პრობლემას და ვერც იმაში, რომ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მხოლოდ გუშინ ჩავიდა.

„ჩამოვედი. დავასრულე , ოთხი დღე მქონდა აღებული, მანამდე 7-ში როდესაც დაიწყეს ჩარჭობა მილების, ვიყავი იქ, საკრებულოს წევრიც იყო, მეორე დღეს აღარაფერი ხდებოდა, მიწყნარდა ეგ საქმე, წავედი მე და როდესაც გავიგე, რომ ეს ხდებოდა დავბრუნდი. მე ყველანაირი ინფორმაცია მქონდა, ჩართული იყვნენ ჩემი მოადგილე, ჩართული იყო წარმომადგენელი, ჩართული იყო საკრებულოს წევრი,  ყველაფერ იმას აკეთებდნენ რაც მე უნდა გამეკეთებინა.

როდესაც ასეთი ამბავი მოხდა მე დავბრუნდი. გაკეთებით, რა თქვენ გააკეთებდით? ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი? ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა. შესაბამისი სამსახურები უნდა ჩაგვეყენებინა საქმის კურსში მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ ეს უკანონო ქმედება რუსი ოკუპანტების შეეჩერებინათ,“-ამბობს თავზარაშვილი.

დღის ამბები