17 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება - სუს-ი გეგიძის დაბარებაზე 

დასჯიან თუ არა ბიძინა გეგიძეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო - გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გეგიძეს თანაგუნდელებთან ურთიერთობა დაეძაბა. დღეს კი უკვე დეპუტატის საქმიანობით სუს-ი დაინტერესდა. გეგიძე გომელაურის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

დეპუტატმა თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე დაწერა და მიუთითა, რომ სუს-ში ამ დღეებში მივა. ბიძინა გეგიძე ”კურიერთან” სატელეფონო საუბრის დროს არ აკონკრეტებს, რის გამო გახდა მისი გამოძახება აუცილებელი ანტიკორუფციულ სააგენტოში, თუმცა ამბობს, რომ მეტ ინფორმაციას დღეს ბრიფინგზე გაასაჯაროვებს.

სახელმწიფო უსუაფრთხოების სამსახურში კი განმარტავენ, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გეგიძე მოწმის სახით არის დაბარებული 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. 

"ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის  ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება,"-აცხადებენ სუს-ში

ამავე თემაზე
დღის ამბები