17 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"ტყუილია ყველაფერი“ - ვანო ჩხარტიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ის "რუსთავი 2-ს" ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს," რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, გავრცელებული ინფორმაციით, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანიას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს.

თუმცა, ჩხარტიშვილი ამას უარყოფს: "სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს,“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ აპირებს.

„უკვე რომ ვიყიდეთ და გავყიდეთ არ იცით?... არა, არ ვყიდულობ, ტყუილია ყველაფერი“ - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი და ამბობს, რომ ამ თემაზე, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ჰქონია. 

დღის ამბები