27 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ბახმაროს გზაზე - დაშავებულია 3 პირი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბახმაროს გზაზე - რამდენიმე წუთის წინ ავტომობილი ნაწვიმარ ტრასაზე მოსრიალდა და ამოტრიალდა. მანქანაში მყოფი სამი მგზავრიდან ერთმა გადმოხტომა მოასწრო.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრია დაშავებული. სამივე პირს სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აქვთ მიღებული. ისინი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები