კარგი რეჟისურით დადგმული სპექტაკლი, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის“ ხან ერთ, ხან მეორე მონაკვეთზე თამაშდება - ამ განცხადებით, ეხმაურება საქართველოს მიერ უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი.
„პროტესტს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაისმის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოფელ გუგუტიანთაკართან სახელმწიფო საზღვრის მონიშვნასთან დაკავშირებით, არავითარი კავშირი არ აქვს სტაბილურობაზე ზრუნვასთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე”,- აცხადებს მურატ ჯიოევი.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი სოფელ გუგუტიანთკარში პოლიტიკოსებისა და ხალხის ჩასვლას და საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოწოდებებს „წმინდა წყლის პროპაგანდისტულ კამპანიას“ უწოდებს. ჯიოევი 8 გატაცებულის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, იქ რომ შესაბამისი სასაზღვრო ნაგებობა ყოფილიყო, სახელმწიფო საზღვარი არ დაირღვეოდა.