პროტესტის 61-ე დღე პარლამენტთან - აქციაზე ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდინარე სოფლებში არესებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.
აქციის სპიკერები ასევე გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას შესაძლო დანიშვნას. მათთვის მიუღებელია შს მინისტრის დაწინაურება და თუ ეს მაინც მოხდება, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები ამ ფაქტს გააპროტესტებენ.
"ამ ყველაფერს თუ რეაქციას არ ვაძლევთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერც წარმოგვიდგენია, რომ მსგავს რაღაცას იკადრებენ. ჩვენი რეაქციაც აქიდან მოდის და იქიდან, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერებას ის ადამიანები,რომლებიც ყოველ დღე ვითხოვთ მის გადადგომას ავიტანთ და არ გავაპროტესტებთ,"-ამბობს მარიამ გეგუჩაძე.
მათი მთავარი მოთხოვნა, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს კვლავ უცვლელია. დღეს აქცია გადაცემის "სირცხვილიას" ფორმატით კვლავ გაიმართება.