18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"სამართლებრივ დავას რა თქმა უნდა, დავიწყებ," - ნოდარ მელაძე

"სამართლებრივ დავას რა თქმა უნდა, დავიწყებ"- განაცხადა ნოდარ მელაძემ, რომლის გათავისუფლების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ პაატა სალიამ გააკეთა. 

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ის შექმნის პრეცედენტს, რათა ვერცერთმა ახალმა მფლობელმა ვერ შეძლოს მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ტელეკომპანიიდან გაყრა. 

მელაძის თქმით, "რუსთავი 2-ში" წმენდის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას შეკვეთილის რეზიდენციაში ივანიშვილთან ლაშა ნაცვლიშვილთან და მაია ბიგვავასთან შეხვედრისას გადაწყდა.  

"სამართლებრივ დავას რა თქმა უნდა, დავიწყებ. ჩემს ინტერესებს დაიცავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო," დღეს უკვე მქონდა კომუნიკაცია ეკა გიგაურთან. რამდენიმე საათში, ალბათ, შევხვდები ეკას და მის იურისტებს გადავცემ იმ კონტრაქტს რომელიც გაფორმებული აქვს ჩემთან "რუსთავი 2-ს" მყარი გარანტიებით.

"მე არ მინდოდა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, იმიტომ რომ მქონდა ძალიან კარგი პოზიცია, ვიყავი პოლიტიკური პროგრამების მთავარი პროდიუსერი,  ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი, P.S. -ის რეპორტიორი და "აქცენტების" პროდიუსერი,  მაშინ არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილება მოხდებოდა შიდა როტაცია თანამდებობრივი, მითხრეს, რომ ჩადი, არავინ შეგეხება და კონტრაქტი გაფორმდა მყარი გარანტიებით, შესაბამისად ამ კონტრაქტით ვიდავებთ სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა არამხოლოდ ჩემი უფლებები, არამედ შევქმნათ პრეცედენტი, რომ ტელევიზიაში,როდესაც მფლობელი შეიცვლება, მფლობელს აღარ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ პანტა-პუნტით გაყაროს მედიამენეჯერები ან ჟურნალისტები სამსახურიდან.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილთან მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენ ეს ამბავი გავაშუქეთ შაბათს, სადაც მაია ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეკვეთილის რეზიდენციაში,  იმიტომ რომ დროში გაიჭიმაო პროცესი „რუსთავი 2“-ში წმენდის, იმიტომ რომ "კურიერი" იყო ზუსტად იმავე რელსებზე, რომელზეც იყო წლების განმავლობაში და მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება წმენდის დაწყებასთან დაკავშირებით და პირველი უნდა ყოფილიყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი და შემდეგ დაიწყებოდა წმენდა.

"ამას გააკეთებენ ეტაპობრივად და 2020 წლის იანვრიდან სამწუხაროდ, თავისუფლების ტერიტორია, როგორიც იყო "რუსთავი2" და "კურიერი" ეტაპობრივად ნელ-ნელა იქნება შეცვლილი"-ამბობს მელაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები