რუსი ოკუპანტების მიერ, მეჯვრისხევიდან და სოფელ ახალუბნიდან გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდნენ. მათი ქართველი სამართალდამცველებისთვის გადაცემის პროცესი ერგნეთში მოხდა.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, 8-ვე ახალგაზრდა შიდა ქართლის პოლიციაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, მათ ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც მოხდა მათი გათავისუფლება.