18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
"რუსთავი 2" ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" განახლებული საეთერო ბადით მაყურებელი რამდენიმე დღეში იხილავს. არხის მენეჯმენტის განცხადებით, ტელეკომპანიაში თანამშრომელთა სრული მზაობით ძლიერი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ  მაყურებელი  "რუსთავი 2-ზე" ბევრ სიახლეს იხილავს.  ეთერში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები დაბრუნდებიან.  

რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებას, პაატა სალია აღნიშნავს, რომ "კურიერი" სატელევიზო ბაზარზე ისევ ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება იქნება. 

"რუსთავი 2-ელები"  დაბრუნდნენ შევებულებებიდან. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპათიით, სიყვარულით სარგებლობს, აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი. კომედის ჯგუფი ჩვენთან არის, ძალიან დიდი ნაწილი კომედის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის დილის გადაცემების ძალიან დიდი ნაწილი,  შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე, ძალიან მალე დავბრუნდეთ "კურიერით". მე ვსაუბრობ რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში ", - განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა.  

დღის ამბები