ნოდარ ხადური გარდაიცვალა.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს დილით 49 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ხადურის საცხვორებელ სახლთან უკვე იკრიბებიან მისი მეგობრები და ახლობლები. ადგილზე მისულები იყვნენ მისი ყოფილი თანაგუნდელებიც, მათ შორის თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია.
ნოდარ ხადური 2012 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 2016 წლის 1 დეკემბრიდან ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა. პარალელურად ყოფილი ფინანსთა მინისტრი კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ნოდარ ხადურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.