საქართველოში ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების შემდეგ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დისკუსიას, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა.
ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნატოს მეხუთე მუხლის გავრცელების გარეშე საქართველოს გაწევრიანებაზე დისკუსიას აზრი არ აქვს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერს:
,,მე ვნახე დისკუსია ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ორ რეგიონზე მეხუთე მუხლის გავრცელების გარეშე. ჩემი აზრით, ამ საკითხზე საუბარს ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ, რომ ნატოს ჰქონდეს სურვილი იმისა, რომ განიხილოს ეს საკითხი. არც იმის მჯერა, რომ მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების ვითარებაში ეს იდეა არის დროული. საქართველოს საელჩო ნატოში აქტიურად უწყობს ხელს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და მეტ ნატოს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა - პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც. მალე ჩრდილოატლანტიკური საბჭო იქნება საქართველოში, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა. მათ შორის როგორ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გატარებაში, რაც დაეხმარება მას წევრობისთვის მომზადებაში.“ - ნათქვამია, ჯეიმს აპატურაის განცხადებაში.