18 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში დღეს ზაზა სარალიძეს დაკითხავენ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძეს დაკითხავენ. ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის ფარგლებში დაიკითხება. კალანდიას დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას ედავებიან. ის სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.


მიხეილ კალანდიას ადვოკატი დღეს სასამართლო პროცესზე  სხდომის საჯაროობაზე შუამდგომლობას დააყენებს.

დღის ამბები