"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავს. ზურა მელიქიშვილის განმარტებით, ღრმაწყლოვანი პორტის შეჩერება მკვეთრად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. მისი თქმით, მაშინ, როცა ხელისუფლება ანაკლიის პორტის განვითარებას ხელს უშლიდა, რუსეთში მისი ერთ-ერთი მსხვილი კონკურენტის, ტამანის პორტის მშენებლობა დაიწყო და დღეს თითქმის დასრულებულია. მელიქიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არჩევანი ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთა.
"2013 წელს ზუსტად იმ დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ურტყამდა ლაზიკის პორტს, მაშინ რუსეთში დაიწყო ტამანის პორტის, როგორც საერთაშორისო გადაზიდვების ცენტრის მშენებლობა. მაშინ, როდესაც 7 წლის განმავლობაში დაპაუზებული არის ანაკლიის პორტი, ტამანის ნავსადგური დღითიდღე იზრდება. ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი, ან საქართველოს მიანიჭოს საერთაშორისო მნიშვნელობა, ან გააღარიბოს და გახადოს რუსეთის გუბერნიად. დღევანდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ეს არჩევანი გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ და ეს არის სწორედ ღალატი,"- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.