18 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" დევიდ კრამერის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას ითხოვს

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტია "პატრიოტთა ალიანსის" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ორი დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ხელისუფლების მხრიდან შეფასდეს. ასევე, მომიტინგეები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე დევიდ კრამერის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას ითხოვენ. 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვაც სცადეს. ასევე, მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა პარტიის ლიდერი ბეჟან გუნავა. იგი სამინისტროში შესვლას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა არ შეუშვეს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყება. "პატრიოტთა ალიანსმა" უკვე დააანონსა ახალი აქცია, რომელსაც კვირას, 16 საათზე, გამართავენ. ისინი ამერიკის საელჩოსთან შეკრებას და მათი მოთხოვნების კიდევ ერთხელ გაჟღერებას აპირებენ. 

 

დღის ამბები