საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილის თანამდებობაზე, რატი ბრეგაძე დაინიშნა.
რატი ბრეგაძეს ერთხელ უკვე ეკავა მინისტრის მოადგილის თანმდებობა, 2012-2015 წლებში ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ძალოვან უწყებაში დანიშვნამდე ბრეგაძე სხვადსახვა თანამდებობებს იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
რატი ბრეგაძესთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას აგრძლებს ლელა ჩიქოვანი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს.