18 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის თემაზე დასმულ კითხვებს პასუხობს

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. ანაკლიის პორტის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში საინვესტიციო ხელშეკრულებების ფორმულირებაზე მუშაობს.

მინისტრის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, ხელშეკრულებით დადგენილი ვადები აქვს, რომლის თანახმადაც კონსორციუმმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ბანკებთან შეთანხმება, თანხების გამოყოფის თაობაზე და  საკუთარი კაპიტალი შევსების ნაწილზე. ასევე, ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან ანაკლიის პორტის თემაზე.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადები. ერთ-ერთი უახლოესი ვადა არის 15 ოქტომბერი, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოგვიდგინოს წინასწარი შეთანხმებები, პრაქტიკულად საბოლოო შეთანხმება ბანკებსა და კონსორციუმს შორის, რომელსაც დასჭირდება მხოლოდ ამ ბანკების, სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა და 15 ოქტომბერს მათ უნდა წარმოადგინონ, როგორც ბანკებთან შეთანხმებები თანხის გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე. სწორედ, ამ საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე კონსორციუმი აგრძელებს მუშაობას და ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც ინვესტორმა მთხოვა, რომ ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო ინვესტორს ამ საკითხებთან დაკავშირებით"

 

დღის ამბები