საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის შეუთანხმებელი ნაწილის დემარკაცია-დელიმიტაციასთან დაკავშირებით, ექსპერტთა მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი სექტემბრის ბოლომდე გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰალიფ ჰალაფოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მუშაობა გრძელდება. სექტემბრის ბოლომდე ჩვენ ექსპერტების შეხვედრის მეორე რაუნდს გავმართავთ, რომლის შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომის თბილისში ჩატარების შესახებ," - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.