ხულოში, ხიხაძირის თემში, სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომობილი გზაზე გადაადგილდებოდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.