ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში ავსტრალია 95-88 დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო 71:71 დასრულდა, ოვერტაიმში კი უკეთ ესპანელებმა ითამაშეს. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ავსტრალიელთა ლიდერი პატი მილსი, რომელმაც საკუთარ გუნდს 34 ქულა შესძინა.
ესპანელთა შემადგენლობაში გამორჩეული იყო მარკ გასოლი, რომელმაც 33 ქულა დააგროვა.