18 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ორი საკითხი განიხილებოდა. მათ შორის, საგუშაგოების მოწყობის საკითხი სოფლებში: ჩორჩანაში, წნელისსა და წაღვლის პერიმეტრზე.

საკითხებთან დაკავშირებით, ქართულსა და ოსურ მხარეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ სოფელ ჩორჩანაში  საგუშაგო არ მოიხსნება. 

ოსური მხარე ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს და  სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს მოხსნას სთხოვს. 

 „ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცნობილია და ის ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ იმ გარანტიებთან ერთად, რაც უკვე წარმოდგენილი გვქონდა წინა ტექნიკურ შეხვედრებზე, მინდა აღვნიშნო, რომ პოზიციები კვლავ არის დიამეტრალურად განსხვავებული. კერძოდ, ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და მისი დანიშნულება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავენული მოსაზრებები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, კონსესუსი ამის თაობაზე მიღწეული არ არის“,  - აცხადებს ირაკლი ანთაძე.   

 

დღის ამბები