18 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ტოივო კლაარს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ესაუბრა

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და სოფელ ჩორჩანაში განვათარებულ მოვლენებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტოივო კლაარს ესაუბრა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა ამძიმებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას და აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

საუბარი ასევე შეეხო სოფელ ჩორჩანაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს. გიორგი გახარიამ ყველა იმ დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვითარების მაქსიმალური დეესკალაციის და ამ კუთხით ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმების გამოყენების აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

დღის ამბები