ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - აღმაშენებლის ქუჩაზე მოპედისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, ორივე დაშავებული გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 112-ის სამსახურის მიერ შემოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთს აღენიშნებოდა მარჯვენა ტერფის კუნთების ძვლების დაზიანება. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მეორეს ჰქონდა მარჯვენა ბარძაყის და წვივის ძვლების მოტეხილობა, მდგომარეობა იყო სტაბილური, შემდგომ მკურნალობის მიზნით გადავიდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში“, - ამბობს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით არის დაწყებული.