18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე უკანონო საზღვარი გაავლო - EUMM

EUMM-ი ჩორჩანა-წნელისის ზონაში განვითარებულ მოვლენებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალებმა ბორდერიზაციის აღმნიშვნელი ატრიბუტები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსეს.

ამავე პერიოდში ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს ქართულმა მხარემ საობსერვაციო პოსტი ააგო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ძალებმა ბანერები და დროშები განალაგეს ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. ერთ-ერთი დროშა 1 კილომეტრით შიგნით დაამონტაჟეს.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ 20-24 აგვისტოს ფარგლებში საქართველოს მხარემ ააშენა საობსერვაციო პოსტი, რომელიც 240 მეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ტრადიციულად მიჩნეული იყო, რომ გადიოდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი. მისია ასევე ადასტურებს, რომ იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები იმავე ტერიტორიაზე. ეს ნიშნები მოიცავს მწვანე ბანერებსა და დროშებს. ვადასტურებთ, რომ ეს დროშები განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საქართველო და რომელიც აქამდე იყო მიჩნეული წნელისის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზად. ერთ-ერთი დროშა განთავსებულია 1 კილომეტრით შიგნით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება”, – ამბობს სადამკვირვებლო მისია.

ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ სააგენტო " ნეტგაზეტი" ავრცელებს.

დღის ამბები