18 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი საუდის არაბეთში

საუდის არაბეთში დრონების თავდასხმის შედეგად სახელმწიფო კომპანია საუდი არამკოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 2 ობიექტზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

აფეთქებებისა და ხანძრისა შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ინციდენტს საუდის არაბეთის ხელისუფლება იძიებს.

"ალ ჯაზირას" ინფორმაციით თავდასხმის უკან იემენის ამბოხებული ჰუთები დგანან. იემენის შეიარაღებული ძალების სპიკერმა იაჰია სარიმ განაცხადა, რომ დრონების თავდასხმა მათ განახორციელეს და საუდის არაბეთზე შეტევები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

ქსელში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს კვამლი და ალი არამკოს უმსხვილესი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის ადგილზე. ასევე ისმის სროლის ხმა, ერთ-ერთი ვერსიით ძალოვანები დრონების ჩამოგდებას ცდილობდნენ.

საუდი ამარკო მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიაა, მისი აქციების 100 პროცენტი საუდის არაბეთის მთავრობას ეკუთვნის.

"04:00 საათზე (0100 GMT), არამკოს სამრეწველო უსაფრთხოების ჯგუფებმა დაიწყეს ცეცხლის შეწყვეტა აბკაიკსა და ხურასში, მის ორ ობიექტზე,” - იტყობინება საუდის პრესის ოფიციალური სააგენტო.

დღის ამბები