თავდასხმა ქუთაისში - ახალგაზრდა ქალს რამდენიმე მამაკაცი სახლში შეუვარდა და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. შემთხვევა გვიან ღამით, ხარებავას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი მამაკაცი. საქმეზე გამოძიება გრძელდება.