18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე - მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა 

ჭავჭავაძის გამზირზე, მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხევვა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს ასრულებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევა ცოტა ხნის მოხდა.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა, უშუალოდ უნივერსიტეტის წინ და მას კავშირი არ აქვს გამზირის რეაბილიტაციასთან, რომელსაც მერია ახორციელებს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

 

დღის ამბები