24 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ "სამგორში" ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მომხდარი ფაქტის გამო მგზავრებს მეტროსადგური დააცლევინეს, ასევე სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ მეტროსადგურ "300 არაგველამდე" მოძრაობდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია და მეტრო შეუფერხებლად გადაადგილდება. 

დღის ამბები