18 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
მიხეილ ბატიაშვილი და იოჰანეს ჰანი ევროპულ სკოლას ეწვივნენ

ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი და მიხეილ ბატიაშვილი ბაგებში მდებარე ევროპულ სკოლას ეწვივნენ. ისინი მოსწავლეებს ხვდებიან და მათ კითხვებს პასუხობენ. ევროპული სკოლა ორი წელია new school-ის ბაზაზე დროებით ფუნქციონირებს და ის ლისზე განთავსდება. 

„ეს არის პირველი მსგავსი ტიპის სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. აქ იქნება ევროპული ფასეულობები და საერთაშორისო დიპლომატია. სკოლის დიპლომი აღიარებული იქნება მსოფლიოს ყველა წამყვან უნივერსიტეტში. აქ ისწავლიან 6 აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეები, რომელთაც ექნებათ საერთო საცხოვრებელი“ - განაცხადა იოჰანეს ჰანი. 

 

დღის ამბები