სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნისთვის მადლობა გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს სამსახური ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა, საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.