18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
"პოლიტიკოსები იხსენიებენ ამხელა კომპანიას ძალიან აგდებულად" - მამუკა ხაზარაძე "კონტი ჯგუფზე" საუბრობს

რატომ გავიდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობიდან, უმსხვილესი ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი". ამ კითხვაზე პასუხი, ანაკლიის მმართველი საბჭოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ერთი თვის შემდეგ უპასუხა.

ახლა უკვე საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი  აცხადებს, რომ ხელისუფლება "კონტი ჯგუფს", რომელიც აქციების 42 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო საჯაროდ "აგდებულად"  მოიხსენიებდა.

ხაზარაძის თქმით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მმართველი გუნდს არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ კომპანიასთან, რომელიც 110 წელზე მეტია ამ სფეროში ლიდერის პოზიციაზე.  "იგნორი", სწორედ ამ სიტყვით აფასებს, ხაზარაძე ხელისუფლების დამოკიდებულებას ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფისადმი". 

"კონტი ჯგუფის მფლობელი არის ჩემი ჯგუფელი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით შეერთებულ შტატებში, ეს არის 110 წლის კომპანია, საკმაოდ გამოცდილი ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როცა ამხელა ინვესტორი შემოდის და მას ბოლო ორი წლის განმავლობაში არავინ არ ეხმიანება, არ ეუბნება სად დგეხარ, ხელს არ ართმევს, როცა ესეთი იგნორია ამხელა ინვესტორის მიმართ და ამავე დროს გამოდის და პარლამენტიდან სხვადსხვა ადამიანები, პოლიტიკოსები იხსენიებენ ამხელა კომპანიას ძალიან აგდებულად, მარტივად რომ ვთქვათ. ამ ადამიანებს თავისი რეპუტაცია გააჩნიათ, ხედავენ, რომ ინტერესი არ არის, როგორ შეიძლება წინა პრემიერი, რომელიც ჩაფრინდა სიეტლში, პრემიერ-მინისტრი და ჩვენ პარტნიორს შეხვდა ისე, რომ ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა, როცა პროექტის შინაარსი არის კერძო და სახელმწიფო ერთობლივი კონსორციუმი. არ გველაპარაკებიან, როგორ შეიძლება რომ მე არც ერთი შეხვედრა არ მქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც ერთ ეკონომიკის მინისტრთან, პრემიერ-მინისტრს ნანახი აქვს საერთოდ ბიზნეს გეგმა, პროექტი ნანახი აქვს?! ერთი შეხვედრა მოაწყო, თუნდაც ფართო აუდიტორიაში, სადაც ჩვენი კორპორაციის წარმომადგენლები მივიდოდნენ და პრეზენტაციას გააკეთებდნენ, არა, ეს გაუგებარი რამეა"- განაცხადა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე გადაცემა "სირცხვილია"-ში.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ ამერიკულმა კომპანია „კონტი ჯგუფმა“  ჯერ სამეთვალყურეო საბჭო, შემდეგ კი  კონსორციუმიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

20 სექტემბერს მამუკა ხაზარაძე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ აქციას შეურთება, რომლის მთავარი მოთხოვაა ახლა უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დატოვოს თანამდებობდა  და პასუხი აგოს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე.

 

დღის ამბები