18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"მოვუწოდებთ რუსეთს დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას" - ელიზაბეთ რუდი

მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას ეხმაურება. ელიზაბეთ რუდის თქმით, მნიშვნელოვანია სიტუაციის განმუხტვისთვის გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე “სამხრეთ ოსეთთან”, განსაკუთრებით ჩორჩანაში დამოვუწოდებთ მხარეებს, რომ მიიღონ ყველა ის საჭირო ზომა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოყენებული იქნას სიტუაციის განმუხტვისთვის ყველა ის მექანიზმი, რაც არის. იქნება ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ცხელი ხაზი თუ სხვა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა. ჩვენ ასევე ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია ადმინისტრაციულ საზღვარზე,  ეს იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას იმ ადამიანებისათვის,რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა. სწორედ ამიტომ,  მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ გახსნას გამშვები პუნქტი" - აცხადებს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი. 

დღის ამბები