რუსეთის პატრიარქმა კირილემ, რაულ ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
პატრიარქმა ხაჯიმბას მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ ის თავისი საქმიანობით ყურადღებას გაამახვილებს ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებასა და მოქალაქეების სულიერ და პატრიოტულ აღზრდაზე.