მუხიანში მდებარე რადიოქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსი აშენდება. ადგილზე კვების ობიექტები, ღამის კლუბები სავაჭრო და საგამოფენო სივრცეები მოეწყობა.
სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება და პროექტში 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. დღეს რადიოქარხნის ტერიტორია ქალაქის მერმა "აჭარა-ჯგუფის" აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მოინახულა და პროექტს გაეცნო.