18 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
"200 ლარი მაქვს პენსია, ერთ დღეს მყოფნის ბაზარში რომ გავიდე“ - "კურიერი“ მოქალაქეებს ქუჩაში გაესაუბრა 

არის თუ არა დასაქმება, ფასების ზრდა და სიღარიბე ეროვნული დონის პრობლემა მოსახლეობისთვის - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს ამ თემაზე გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, „კურიერი“ მოქალაქეებს ქუჩაში გაესაუბრა. 

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საზოგადოების 48% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია. 

მოქალაქეები მთავარ პრობლემად 200 ლარიან პენსიასა და უმუშევრობას ასახელებენ. გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებენ დაბალ ანაზღაურებაზე. 

„სიღარიბე არის ყველაზე დიდი პრობლემა. პენსიონერი ვარ და ხელფასი მე არ აქვს, 200 ლარი მაქვს პენსია. ერთ დღეს მყოფნის ბაზარში რომ გავიდე“  - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

დღის ამბები