18 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
შვეიცარიის ელჩი "ევროპული საქართველოს" ინიციატივას გამოეხმაურა

"ევროპული საქართველოს" კიდევ ერთ ინიციატივას დღეს შვეიცარიის ელჩი გამოეხმაურა. საუბარია პარლამენტის დადგენილებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზე რუსეთისათვის სანქციების დაწესების მოთხოვნას გულისხმობს.

პატრიკ ფრანცესის განცხადებით, უმრავლესობას სრული უფლება ჰქონდა ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირა. ელჩის განცხადებით, ხალხმა ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.  პატრიკ ფრანცესის თქმით, ნებისმიერ დაწესებულ სანქციას თავისი შედეგები მოჰყვება.

"შვეიცარია არის ორმხრივი დიალოგის ქვეყანა, იმ პარტიებს შორის რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში ამ თემაზე უნდა შედგეს დიალოგი. უმცირესობას აქვს საშუალება , რომ წარმოადგინოს ინიციატივა. უმრავლესობას კი აქვს დაწუნების ან მოწონების უფლება. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მან არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას და თუ უმრავლესობა, რომელიმე ინიციატივას მხარს არ უჭერს, ხალხმა ამას უნდა სცეს პატივი. რაც შეეხება სანქციებს, როგორც შვეიცარიელ დიპლომატს არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, თუმცა  ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგი. შესაბამისად, გასათვალისწინებელია რა მოჰყვება საქართველოსთვის ამ სანქციებს.’’- განაცხადა, შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრაცესმა

 

დღის ამბები