18 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
"კოკა-კოლას" ოფისიდან მოპარული 133 000 ლარი - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ამავდროულად, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. 

გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული  6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები