18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე დღეს "ლელოს" 12 პირველ ლიდერს წარადგენს

ვინ იქნებიან საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ახალი სახეები, დღეს გახდება ცნობილი. პირველ 12 წევრს საზოგადოებას მამუკა ხაზარაძე მოძრაობის ოფისში წარუდგენს.

"ლელოს" დამფუძნებლები წინასწარ კონკრეტული კანდიდატების ვინაობას არ ახმაურებენ. მათი თქმით, ისინი სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც მოძრაობა "ლელო" უკეთესი საქართველოსთვის იბრძოლებს.

მოძრაობის სპიკერ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ისინი ახალ სახეებს პერიოდულად წარადგენენ. მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

"მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საზოგადოებას და მედიას წარუდგენენ მოძრაობის 12 წევრს, რომლებიც არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანები, ვინც გავერთიანდით ლელოში, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად იმისთვის, რომ ეს ქვეყანა წარუმატებელი სახელმწიფოდან გადაიქცეს გამარჯვებულ სახელმწიფოდ და მისი მთავარი საზრუნავი გახდეს მოქალაქე, მოქალაქის ღირსების აღიარება და დაცვა. საზოგადოებას გარკვეული პერიოდულობით მივაწვდით ინფორმაციას და წარვუდგენთ ახალ წევრებს", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები