მოძრაობა "სირცხვილიას" აქციის ორგანიზატორები დილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან. ისინი ქვეყნის პირველ პირს პასუხებს მის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ შეწყალებაზე მოსთხოვენ.
მოძრაობის წევრები ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული პირების შეწყალებას.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.