18 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
აქცია ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით - დევნილებმა მთელი ღამე სამინისტროს მისაღებში გაატარეს 

დევნილებმა, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, მთელი ღამე სამინისტროს მისაღებში გაატარეს. მათი მთავარი მოთხოვნა თავშესაფრით უზრუნველყოფა და მათი პირობების გაუმჯობესებაა. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დევნილები მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავენ. 

„სახელმწიფო ვალდებულია თითოეული იძულებით გადაადგილებული პირი უზრუნველყოს თავშესაფრით. ეს ადამიანები არიან თავშესაფრის გარეშე... მისცენ თავშესაფრები, სადაც შეძლებენ შვილების გაზრდას და მშვიდად და წყანარად ცხოვრებას. მინისტრზე დაბალი რანგის ადამიანს ესენი არ შეხვდებიან. იმიტომ რომ ყველამ მოატყუა, ყველამ გადააგდო, ან უნდა მოვიდეს მინისტრი და ელაპარაკოს, შეგვპირდეს და კონკრეტული ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადაიდგას მათი პრობლემების მოსაგვარებლად, ან პრემიერ მინისტრი მობრძანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროტესტი არ შეწყდება“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კი ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს დევნილებთან მოლაპარაკებები აწარმოონ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური კომისია უკვე შექმნილია.

 

დღის ამბები