თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თამარაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევისას მანქანაში მსხდომმა ორმა ახალგაზრდამ მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.