18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნეს ასოციაცია ბიზნეს სექტორზე ზეწოლასა და გამოუსწორებელ საფრთხეს უწოდებს

საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნეს ასოციაციის წევრები ბიზნეს სექტორზე ზეწოლასა და გამოუსწორებელ საფრთხეს უწოდებენ.

ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ცვლილებები, რომლებიც შრომის კოდექსში უნდა განხორციელდეს, საუბარია სამუშაო საათების შემცირებაზე, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების აკრძალვასა და სტაჟირების შეზღუდვაზე, დიდი დარტყმა იქნება კომპანიებისთვის, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს,  ასევე პრობლემაა ისიც, რომ ამ ცვლილებებს ანალიზისა და რეგულირების შეფასების გარეშე ახორციელებენ. ივა ჭყონიას განცხადებით, ეს ცვლილებები პრობლემებს შექმნის არამარტო ბიზნესში, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც დიდ გავლენას მოახდენს.

მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობის წესი, რომელიც 4 კვ.მ.-ზე არის რაღაც გამოყოფილი რომ უნდა იყოს და რაღაც არის ისეთი ნორმები, რომელიც დღევანდელ რეალობაში საჭირო არ არის. აგრეთვე პრობლემა ექმნება სადისტრიბუციო კომპანიას იმიტომ, რომ სალაროებზე წარმოდგენილ პროდუქციაზე უწევთ თანხის გადახდა და ეს თანხა უკვე გადახდილი აქვთ და არის ასეთი ბევრი ნიუანსები, რომელიც გარკვეულ დისკომფორტებს შექმნის, ამიტომ ამაზე აუცილებლად სამსჯელო იყო და ეს ყველაფერი იყო გასათვალისწინებელი,“ - აცხადებს ივა ჭყონია. 

დღის ამბები