ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში, 65 წლის მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.
ფაქტს ადასტურებენ ხარაგაულის მერიაში. მათი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცს გული აწუხებდა და სტენდირება ახალი გაკეთებული ჰქონდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.