18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
შეწყალების საქმე - მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. წლების წინ მოკლულის ოჯახის გეგმები ზურაბიშვილის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი ირინა მარიჯანაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. 

„სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი. არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ოცნებამ ცუდსა და უარესს შორის გაგვაკეთებინა არჩევანი და ჩვენ ავირჩიეთ ცუდი პრეზიდენტი. მან არ ჩაიხედა არანაირ დებულებაში, გააუქმა კომისია, რომელიც იანვარში გააუქმა და დღემდე არ არის ჩამოყალიბებული, მიცხადებს დღეს მორატორიუმს, როგორ? იქ არ უწერია, რომ მკვლელი, მკვლელი, ძებნილი? ესეც არ უწერია გვარების გასწვრივ?“ - ამბობს დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი ირინა მარიჯანაშვილი

განსხვავებული პოზიცია აქვს მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატს.  

„გამოძიება, რომ არ იყო ყოველმხრივ სრულად და ობიექტური, ამავ დროულად რა თქმა უნდა ასლან ბეჟანიძეს აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაფერი ეს კულმულაციურად წარვადგინეთ ჩვენ ორივე პრეზიდენტთან. პირველმა და მეორე ინსტანციამ სრულად გაამართლა ასლან ბეჟანიძე, თუმცა ნინო გვენეტაძეს მეთაურობით, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სამარცხვინო ფიგურა იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში, პროკურატურის ზეწოლის და ზემოქმედების შედეგად დადო ის რა განაჩენიც გამოიტანა. მოტივი იყო მათ შორის როგორც ოჯახის გავლენა, მოგეხსენებათ ოთხმეზურების ოჯახი დაკავშირებული არის მოქმედ ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდროდ და რაც ყველაზე მთავარია, მოტივი იყო პროკურატურის ზეწოლა," - ირაკლი ჩომახაშვილი, ადვოკატი  

დღის ამბები