20 ივნისის საქმის შემსწავლელ საკონსულტაციო საბჭოს სახალხო დამცველის მოადგილე შეხვდა. გიორგი ბურჯანაძემ კომისიას პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა.
ბურჯანაძის თქმით, პოლიციელთა მიერ მიცემული ჩვენებებიდან ტენდენციის სახით გამოვლინდა, რომ ყველა პირი ინდივიდუალურად მოქმედებდა.