საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო" ქართულ მედიას წარუდგენენ. ამჯერად, კვლევა პოლიტიკური ნაწილისგან შედგება, რომელშიც მთავრობისა და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იქნება წარმოდგენილი.
კვლევა, რომლის პრეზენტაციაც ხვალ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შედგება, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მომზადდა.