18 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
NDI-ის კვლევა - პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს  

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა. 

მკვლევარებმა პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასება მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ უკვე ყოფილი პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს. 

გამოკითხული მოსახლეობის 11% კახა კალაძის საქმიანობას ძალიან კარგი შერფასება ეკუთვნის, კვლევაში მონაწილეთა 34% "კარგად აფასებს", 37% საშუალოდ, 10 "ცუდად", 5% კი "ძალიან ცუდად".

გამოკითხული რესპონდენტების 1% აფასებს უკვე ყოფილი პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის საქმიანობას "ძალიან კარგად". მოქალაქეების 12% "კარგად", 43% "საშუალოდ", 21% "ცუდად" და 7% "ძალიან ცუდად".

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს მოქალაქეების 1%, 11% "კარგად აფასებს", 36% "საშუალოდ", 28% "ცუდად", ხოლო 12% "ძალიან ცუდად".

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მის საქმიანობას მოქალაქეების 1% აფასებს ძალიან კარგად, 9% "კარგად", 31% "საშუალოდ", 16% "ცუდად", ხოლო 6% „ძალიან ცუდად“.

 

 

 

დღის ამბები