"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა" (NDI) და "CRRC საქართველო"-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამჯერად კვლევა პოლიტიკური ნაწილისგან შედგება, რომელშიც მთავრობისა და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იქნება წარმოდგენილი.
ერთ-ერთი კითხვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. მკვლევარების კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? " პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
26 პროცენტი - "არ ვიცი"
20 პროცენტი - "ქართული ოცნება"
19 პროცენტი - "არც ერთი პარტია"
9 პროცენტი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
9 პროცენტი - "უარი პასუხზე"
4 პროცენტი - "პატრიოტთა ალიანსი"
4 პროცენტი - "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"
9 პროცენტი - "სხვა"
29 პროცენტი - "არ აქვს მეორე არჩევანი"