20 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, კოლბის აფეთქების შედეგად მოსწავლე დაშავდა

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე მოსწავლე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამეცნიერო ცდის დროს კოლბა აფეთქდა. დაშავებული ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, დაშავებული მოსწავლე ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი და სათანადო დახმარება უტარდება. ის მსუბუქადაა დაშავებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები